აბაშის  საერთაშორისო  საბავშვო-საყმაწვილო  კინოფესტივალი

პრიზი  "ოქროს ბატიბუტი"

ფესტივალის ფეისბუკ  გვერდის სანახავად დააჭირეთ ღილაკს

2017

6-9 სექტემბერი

2018

12-15 სექტემბერი

2019

13-16 ოქტომბერი

ინფორმაცია ფესტივალის შესახებ (ჩამოშალეთ)

2017 წლის 6-9 სექტემბერს, ასოციაცია „სინერამამ“ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით (პარტნიორი – შპს „ააპლასტი“) ჩაატარა აბაშის პირველი საერთაშორისო საბავშვო-საყმაწვილო კინოფესტივალი, რომელშიც მონაწილეობდა 36 ქვეყნის 180 სამოყვარულო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური და ექსპერიმენტული კინოსურათი (ქრონომეტრაჟი 10 წუთამდე). ფესტივალის მუშაობა შეაფასა საერთაშორისო ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: თავმჯდომარე – გიორგი ოვაშვილი (საქართველო), წევრები – იური დაჩევი (ბულგარეთი) და ანა საევიჩი (პოლონეთი). 

პრიზი „ოქროს ბატიბუტი“ გაიცა შემდეგ შვიდ ნომინაციაში:

საუკეთესო იდეა - „მეშვიდე კლასი“ (იორდანია);

საუკეთესო მსახიობი გოგონა – ლულუ სტიგი ფილმისათვის „ნახვამდის, მამა“ (ნიდერლანდები);

საუკეთესო მსახიობი ბიჭი – ირაკლი გუგუშვილი ფილმისათვის „თამაში დამთავრდა“ (საქართველო);

საუკეთესო კინოკამერა – მატას პეტრონისი ფილმისათვის „34“ (ლიეტუვა);

საუკეთესო სცენარი – სესილი მჟავანაძე ფილმისათვის „პორტრეტები“ (საქართველო);

საუკეთესო რეჟისურა – ლიამ პრენტერ მორისი ფილმისათვის „გონ-ზო“ (ირლანდია);

საუკეთესო ფილმი - „პატარა იერუსალიმი“ (მხატვრული, რეჟ. მონიკა ნავიჩკაიტე, ლიეტუვა). 

კინოფესტივალში მონაწილეობისათვის აბაშას ეწვია 32 უცხოელი ბავშვი, ყმაწვილი და მათი პედაგოგი (აზერბაიჯანი, ლიეტუვა, მოლდოვა, პოლონეთი, ხორვატია). კინოფესტივალში მონაწილეობდნენ აბაშელი ნორჩი კინემატოგრაფისტები, ასევე საქართველოს სხვა ქალაქების (თბილისი, ქუთაისი, სიღნაღი) ყმაწვილები.  

 

2018 წლის 12-15 სექტემბერს, ასოციაცია „სინერამამ“ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით (პარტნიორები – შპს „ააპლასტი“ და სააგენტო „ჰოლმს ენდ უოთსონი“) ჩაატარა აბაშის მეორე საერთაშორისო საბავშვო-საყმაწვილო კინოფესტივალი, რომელშიც მონაწილეობდა 37 ქვეყნის 130 სამოყვარულო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური და ექსპერიმენტული ფილმი (ქრონომეტრაჟი 10 წუთამდე). ფესტივალს სჯიდა საერთაშორისო ჟიური, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: თავმჯდომარე – ზაზა ხალვაში (საქართველო), წევრები – ვეიუნე დუდენიენე (ლიეტუვა) და მარის პრომბერგსი (ლატვია). 

პრიზი „ოქროს ბატიბუტი“ გაიცა შემდეგ შვიდ ნომინაციაში:

საუკეთესო იდეა - „სიცოცხლე“ (პოლონეთი);

საუკეთესო მსახიობი გოგონა – იზაბელა ზიტინგი ფილმისათვის „შობის მაგია“ (ფინეთი);

საუკეთესო მსახიობი ბიჭი – გიგი ქორჩილავა ფილმისათვის „გაიზარდა ბიჭი“ (საქართველო);

საუკეთესო კინოკამერა – იოკუბას ვერბიცკასი ფილმისათვის „სამშაბათი“ (ლიეტუვა);

საუკეთესო სცენარი – შუკრან სალიმოვა ფილმისათვის „შეცვალე შენი ცხოვრება“ (აზერბაიჯანი); 

საუკეთესო რეჟისურა – ბორის ბენიამინოვი ფილმისათვის „სადგურის უფროსი“ (ისრაელი); 

საუკეთესო ფილმი - „თანამედროვე ხელოვნება: მე შემიძლია გავაკეთო ეს“ (დოკუმენტური, რეჟ. ელი იდსარტი, ნიდერლანდები). 

აბაშას ეწვია 23 უცხოელი ბავშვი, ყმაწვილი და მათი პედაგოგი (ლუქსემბურგი, პოლონეთი, აზერბაიჯანი, ისრაელი), ფესტივალში მონაწილეობდნენ აბაშელი ნორჩი კინემატოგრაფისტები, ასევე საქართველოს სხვა ქალაქების (თბილისი, ქუთაისი, სამტრედია, საჩხერე) ყმაწვილები.  


2019 წლის 13-16 ოქტომბერს, ასოციაცია „სინერამამ“ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით (პარტნიორები – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, შპს „ააპლასტი“ და თბილისის საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალი „ოქროს პეპელა“) ჩაატარა აბაშის მესამე საერთაშორისო საბავშვო-საყმაწვილო კინოფესტივალი, რომელზეც წარმოდგენილი იყო 46 ქვეყნის 132 სამოყვარულო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, ანიმაციური, დოკუმენტური და ექსპერიმენტული ფილმი (ქრონომეტრაჟი 10 წუთამდე). საერთაშორისო ჟიურიმ, რომელშიც შედიოდნენ: თავმჯდომარე – რევაზ მახათაძე (საქართველო), წევრები – ლივიუ დორუ ნიცესკუ (რუმინეთი) და პიტერ მუსატიჩი (უნგრეთი), გასცა შვიდი „ოქროს ბატიბუტი“ შემდეგ ნომინაციებში:

საუკეთესო იდეა - „ნევე ცედეკი“ (ისრაელი);

საუკეთესო მსახიობი გოგონა – ანასტასია ბაკულინა ფილმისათვის „სიყვარული ცოცხლობს თვალებში . . .“ (ბელარუსი);

საუკეთესო მსახიობი ბიჭი – გოჩა მიმინოშვილი ფილმისათვის „ბედაური“ (საქართველო); 

საუკეთესო კინოკამერა – ოლივია გდინია ფილმისათვის „ჯოჯოხეთი“ (პოლონეთი);

საუკეთესო სცენარი – სვეტლანა კოსოლაპოვა ფილმისათვის „განათებული“ (უკრაინა);

საუკეთესო რეჟისურა – რეჟისორთა ჯგუფი ფილმისათვის „კარის სხვა მხარე“ (იაპონია);

საუკეთესო ფილმი – რეჟისორთა ჯგუფი ფილმისათვის „ეს ჯერ კიდევ არ არის ჩიბუხი“ (ანიმაცია, ბელგია).

კინოფესტივალს ეწვია 35 მონაწილე 10 საზღვარგარეთული ქვეყნიდან (აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, გერმანია, ლუქსემბურგი, ლიეტუვა, ბელარუსი, უკრაინა, ნიდერლანდები, პოლონეთი, ისრაელი). ფესტივალში მონაწილეობდნენ აბაშელი ნორჩი კინემატოგრაფისტები, ასევე საქართველოს სხვა ქალაქების (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) ყმაწვილები.

 

აბაშის საერთაშორისო საბავშვო-საყმაწვილო კინოფესტივალის ფარგლებში, კინოჩვენებებთან ერთად, იმართება საზეიმო კონცერტები, სპორტული შეჯიბრებები, დისკოთეკები და ექსკურსიები.  

მედია კინოფესტივალის შესახებ

ჩვენი მხარდამჭერები და პარტნიორები