რას წარმოადგენს ასოციაცია "სინერამა"

კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ასოციაცია „სინერამა“ დაფუძნდა 2014 წლის 20 ოქტომბერს.

ასოციაციის მიზნებია:

  • კინოხელოვნების პოპულარიზაცია ბავშვებში, მოზარდებსა და ახალგაზრდებში;
  • ამ მიმართულების საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება;
  • საბავშვო-საყმაწვილო, ახალგაზრდული და პროფესიული ღონისძიებების ორგანიზება;
  • აუდიოვიზუალური და ბეჭდვითი პროდუქციის წარმოება;
  • სამეცნიერო-კვლევითი და პედაგოგიური საქმიანობა.

ასოციაცია თანამშრომლობს სახელმწიფო და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, რათა მოაწყოს კონფერენციები, კინოფესტივალები, კინოსკოლები, შეიმუშავებს სამეცნიერო პროგრამებსა და პროექტებს და ა. შ.

ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორად არჩეულია ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი ზვიად დოლიძე

ასოციაციის დამფუძნებლები: